Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პატიმრების სოლიდარობის მარში იმართება

საპროტესტო მარში
საპროტესტო მარში

14 მარტს,ყოველდღიური პროტესტის 472-ე დღეს, თბილისში ტრადიციული შაბათის მარში პატიმრების სოლიდარობის ნიშნად იმართება.

"მადლობა ბრძოლისთვის, თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - ეს არის ამ შაბათის მარშის მთავარი სლოგანი.

მსვლელობა ამ შაბათსაც ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტისკენ დაიძრა. ტრადიციულად, პოლიციის თანხლებით. მარშის მონაწილეებს კი პატიმრების ფოტოები უკავიათ ხელში,

უცვლელია შაბათის მარშის შეძახილებიც - "ცეცხლი ოლიგარქიას", "ბოლომდე", "გამარჯვება გარდაუვალია", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "თავისიფლება ტყვეებს".

შაბათის მარშების თემები განსხვავებულია - თავდაპირველად მისი მონაწილეები მოითხოვდნენ, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაწყებულიყო საერთაშორისო გამოძიებაც იმის გასარკვევად, თუ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2024 წლის პროევროპული დემონსტრაციების დაშლის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

შემდეგ იყო ლოზუნგი "დაიცავი განათლება", „ფასები გვახრჩობს“, „ძალა ერთობაშია“, „არა რუსულ პროპაგანდისტილ არხებს“ და სხვა.

14 მარტს, „ოპოზიციის ალიანსის" ლიდერები პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა იყო როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს პროტესტის გააქტიურება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG