თეთრი სახლი: ისლამაბადში მოლაპარაკება “მიმდინარეობს”. Tasnim-ის სააგენტო: ჰორმუზის სრუტე „სერიოზული უთანხმოების“ საგანი რჩება

თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა მოკლედ განაცხადა, რომ ისლამაბადში მოლაპარაკება, რომლის მიზანია ირანთან ომის დასრულება, გრძელდება.

ირანის სახელმწიფო მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი რაუნდი გაიმართა და მესამეც მოსალოდნელია.

ჰორმუზის სრუტე ისლამაბადში ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში „სერიოზული უთანხმოების“ მთავარ საკითხად რჩება, იტყობინება ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი და დასძენს, რომ კონსულტაციები გრძელდება აშშ-ის გადაჭარბებული მოთხოვნების მიუხედავად, მაშინ როდესაც ირანი დაჟინებით მოითხოვს სამხედრო მიღწევების შენარჩუნებას.

პაკისტანის შუამავლობით ისლამაბადში მიმდინარე შეხვედრა აშშ-სა და ირანს შორის უმაღლესი დონის მოლაპარაკებაა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ეს იარის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

ასევე ნახეთ

ტრამპის თქმით, აშშ-ის ძალები ჰორმუზის სრუტეს „წმენდენ“