„ახლა ჩვენ ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის პოსტში და დასძინა, რომ ირანის „ყველა 28“ “ნაღმმდები გემი ასევე ზღვის ფსკერზეა“.
ტრამპის პოსტამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია სრუტეში აშშ-ის საზღვაო ხომალდების ყოფნის შესახებ.
Axios-ის ჟურნალისტმა, აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომლის სახელიც არ გავრცელებულა, გამოაქვეყნა პოსტი, რომ შაბათს აშშ-ის „რამდენიმე“ გემმა გადაკვეთა სრუტე, თუმცა ირანის სახელმწიფო ტელევიზია მალევე იტყობინებოდა, რომ ირანის სამხედრო წარმომადგენელმა უარყო ეს ინფორმაცია.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები და შეაფერხეს მისი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამები.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანის მიერ გემებზე თავდასხმების შიშმა ეფექტიანად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის არხია მსოფლიო ნავთობმომარაგებისთვის. სრუტის ჩაკეტვამ ზიანი მიაყენა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებს.
აშშ-ში ბენზინის ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ წყლის გზით გადაზიდული ნავთობის უმეტესი ნაწილი შეერთებულ შტატებში არ მიდის.
11 აპრილს აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებმა, მათ შორის ომის დასრულების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის არამყარი ზავის ფონზე, მოლაპარაკება დაიწყეს, რომლებსაც პაკისტანი მასპინძლობს ისლამაბადში.
ფორუმი