მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

რუსეთის საჰაერო დარტყმებით განადგურებული სახლი დნიპროში(ფოტო არქივიდან)

14 აპრილს დღისით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნიპროზე.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და 25 დაიჭრა. მძიმეა 10 დაჭრილის მდგომარეობა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, მსხვერპლთა უმრავლესობა ქუჩაში და ავტომანქანებში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ

უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იზმაილის პორტი იყო

განახლება: დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 40 წლის დაჭრილი მამაკაცი. დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.