„ოთხი წელია მათხოვრად ვიქეცი... საქართველოში ადამიანი არ დარჩა, მათხოვრად ვიქეცი, რომ ერთი თუ მეორე შვილი ვაცოცხლო... სამ თვეში ერთხელ ხან ერთი და ხან მეორე შვილი რომ ხალხის დახმარებით მიმყავს საზღვარგარეთ, ამ ჩეკებს ითხოვენ. თურმე უნდა შემენახა...“ - ამბობს თამუნა იარაჯული.
იარაჯული აუტისტური სპექტრის მქონე უმცროსი შვილის, 15 წლის ბიჭის სამედიცინო საჭიროებისთვის დახმარებას ფეისბუკგვერდის საშუალებით ხშირად ითხოვდა და საბანკო ანგარიშებსაც წერდა.
მისი შეფასებით, ეს არის მის წინააღმდეგ დაწესებული „სანქცია“, მას შემდეგ, რაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების მოთხოვნით გამართულ აქციაზე გამოჩნდა.
ასევე ნახეთ
პოლიციამ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს პუფების მიტანის უფლება არ მისცა„მივედი „თიბისიში“ და მოვითხოვე, მოეცათ ოქმი, რომლის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება [არ მომცეს]... ამ ანგარიშების გაუქმებით ჩემი შვილი ვეღარ წავა საზღვარგარეთ ვიზიტებზე [სამკურნალოდ], რომელსაც თვითონ ჯანდაცვა მიწერს კონსილიუმების შემდეგ... გაწირეს ჩემი ოჯახი - მე თუ ანგარიშები არ მექნება და ჩემი შვილი წასაყვანი იქნება, ვეღარ წავიყვან, რადგან ვერ დავდებ ანგარიშის ნომრებს“, - ამბობს იარაჯული და აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შიმშილობას იწყებს.
მისი მოთხოვნაა, მისი შვილის პენსია 1500 ლარი გახდეს, სამინისტრომ შეიმუშაოს პროტოკოლი და დააფინანსოს მისი შვილის სამედიცინო საჭიროებები:
„მე შეიძლება სიცოცხლე დავტოვო. მინდა საზოგადოებას მივმართო, თუ რამე დამემართა, მინდა ჩემი არცერთი შვილი არ მიატოვოთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ვიყო ცოცხალი და ისე გავიმარჯვო იმ უსამართლობაზე, რაც დღეს გააკეთეს. არ გავჩერდები... არც პუფი მინდა, არც კარავი მინდა, არაფერი მინდა. პირიქით, სიკვდილი მინდა ამ შენობასთან, რომ ერთი დედა მაინც სამაგალითოდ მოკვდეს..."
რადიო თავისუფლება ცდილობს სახელმწიფო უწყებებთან ინფორმაციის დაზუსტებას.