რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეები. 5 მარტი, 2026.

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, თითოეულმა მხარემ 193 ადამიანი გადასცა მეორეს. ამის შესახებ პარასკევს განაცხადეს თითქმის ერთდროულად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ გაცვლა განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აშშ-ის შუამავლობით. ასევე იტყობინებიან, რომ გაცვლა მოხდა ბელარუსში და გათავისუფლებული რუსი ჯარისკაცები ამჟამად იქ იმყოფებიან.

ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, პოლიციელები, მათ შორის არიან დაჭრილები და ისინი, ვის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

ცნობილია, რომ ორ მხარეს შორის პატიმრებისა და ცხედრების გაცვლის შესახებ კონტაქტები წარმოებს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა გაცვლისთვის მზადების შესახებ გუშინ ისაუბრა, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

პატიმრების წინა გაცვლა 11 აპრილს მოხდა. ომის განმავლობაში ორმა მხარემ პატიმრები 20-ზე მეტჯერ გაცვალა.

ასევე ნახეთ

ზელენსკისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა ქვეყანამ 175 სამხედრო ტყვე გაცვალა