რუსეთმა არაერთხელ დაარტყა ქალაქ დნიპროს - დაიღუპა 5 ადამიანი

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მოზარდები.

5 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა უკრაინის ქალაქ დნიპროში, რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. გუშინდელი ღამის შემდეგ, შეტევა რამდენჯერმე განმეორდა.

„კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა მტრის მორიგი თავდასხმის შედეგად ქალაქ დნიპროში. გაანადგურეს მრავალსართულიანი სახლი დაარტყეს იმავე საცხოვრებელ კვარტალს, რომელსაც ღამით დაესხნენ თავს“, - წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა. მისი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მოზარდები.

ბოლო პოსტში წერს, რომ რუსეთის კიდევ ერთი დარტყმის შედეგად საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ - 15 და 16 წლის მოზარდებს.

დაღუპული ადამიანები სამოქალაქო პირები არიან.

განჟა აქვეყნებს ფოტო და ვიდეომასალებს, რომლებზეც, დანგრეული სახლების გარდა, ჩანს დამწვარი ავტომობილები ბენზინ გასამართ სადგურზე. ხანძარი ჩააქრეს. განადგურდა 8 სატვირთო და 4 მსუბუქი ავტომანქანა.

თავდასხმა იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც. რუსულმა დრონმა მიკროავტობუსს დაარტყა. შემთხვევა სოფელ იურკოვკასთან მოხდა. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

ასევე ნახეთ

უკრაინა და რუსეთი მორიგი დარტყმებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან