სამინისტროს აქამდე არ გაუკეთებია განცხადება ირანის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე, რომელიც ექსპერტთა და პოლიტიკური წრეების ნაწილმა მუქარის შემცველად აღიქვა და რომლის შემდეგაც თავად ელჩმა დაწერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.
ასევე ნახეთ
საქართველოში ირანის ელჩის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართადღეს, 27 აპრილის საგარეო უწყებაში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის დაბარების ფონზე, მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხეს, რა რეაგირება მოახდინა უწყებამ ირანის ელჩის განცხადებაზე და რატომ არ დაიბარეს ელჩი სამინისტროში.
"თქვენ თუ გაინტერესებთ ირანის ელჩთან გვაქვს თუ არა იმავენაირად ურთიერთობა და გვაქვს თუ არა კომუნიკაცია, როცა გვაქვს გარკვეული წუხილები, გეტყვით, რომ - კი. სამინისტროს აქვს თავისი რესურსი დიპლომატიური საქმიანობის განხორციელების და ყოველთვის აკეთებს იმას, რაც არის საჭირო. რა დონეზეც, როგორც არის საჭირო, დიალოგი ყველა ელჩთან არის, ვისთანაც ამის საჭიროება დგება“, - თქვა ბოჭორიშვილმა.
„მუქარის შემცველი“ განცხადება
31 მარტს, ალი მოჯანიმ ფეისბუკზე დაწერა პოსტი, რომელიც საქართველოში ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა საქართველოსადმი მუქარად აღიქვა.
კერძოდ, მან დაწერა, რომ „არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან“ და „კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.
ელჩი ასევე წერდა: „დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს - როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“.
იგი კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებდა და წერდა: „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“.
ასევე ნახეთ
ირანის ელჩი საქართველოში: კრიზისი ბევრად ახლოა, ვიდრე ჩანს. ვინც ტრამპს მხარი აუბა, ფასის გადახდა მოუწევსმომდევნო დღეს, 1 აპრილს ირანის ელჩმა დაწერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა შედგა, ალი მოჯანის თანახმად, შეხვედრის ინიციატივა თავად გამოიჩინა:
„ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე“, - დაწერა მან 1 აპრილს.
„კონსტრუქციული საუბარი“ და „რეალობა“
ალი მოჯანი აცხადებდა, რომ სამინისტროში შედგა „კონსტრუქციული საუბარი“, რომელიც ეხებოდა „სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრულ ურთიერთობებს“.
„ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს“, - წერს იგი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში. ის ხშირად წერს ქართულად.
ელჩი ამტკიცებდა, რომ „ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით“, ირანის „ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია“.
ელჩი და დაძაბულობა რეგიონში
განათლებით ისტორიკოსი, სეიედ ალი მოჯანი, არის ირანის სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული „ირანოლოგიის ფონდის“ მრჩეველი. არის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ექსპერტი.
მისი ელჩად დანიშვნა და თბილისში ჩამოსვლა 2025 წლის ბოლოს/2026 წლის დასაწყისში დაემთხვა ირანში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომელთა დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ათასობით ადამიანი დახოცეს.
მოგვიანებით იყო აშშ-ისა და ისრაელის იერიში ირანზე, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია, და ირანის პასუხი, - 28 თებერვალს დაწყებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება.
ასევე ნახეთ
საქართველო ირანის "დიპლომატიურ ალიყურს", აშშ-ს "ღვინის თასსა და ხმალს" შორის - ინტერვიუ ჯოზეფ ეპსტინთანისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ [2026 წლის 28 თებერვალი] „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიუსამძიმრა ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
2 მარტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ოფიციალური ინფორმაციით, „კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების“ იყო საუბრის თემა 30 მარტს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
მათ ტელეფონით ისაუბრეს „ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“.
ასევე ნახეთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუბიო კობახიძეს ესაუბრამანამდე, მარტის დასაწყისში, ისრაელის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა - „მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება“.
11 მარტს პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ „შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა“.
ისრაელის საელჩოს პრესცენტრში განაცხადეს, რომ „ელჩმა პრემიერ-მინისტრს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
წინა დღეს, 10 მარტს ირაკლი კობახიძემ - მეზობელი ქვეყნების ლიდერების კვალდაკვალ, - ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა მოჯთაბა ხამენეის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს.