თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევლებთან ერთად ირანის ახალი წინადადება განიხილა

კაროლინ ლივიტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 აპრილს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის მთავარ მრჩევლებთან ერთად განიხილა ომის დასრულების შესახებ ირანის ახალი წინადადება, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლაინ ლევიტმა, იტყობინება Reuters-ი.

ბრიფინგზე კითხვებზე პასუხის გაცემისას, ლევიტს
არ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება წინადადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამის განხილვა მოგვიანებით მოხდება.

თუმცა მან თქვა, რომ ტრამპის ძირითადი მოთხოვნები იგივე რჩება. ტრამპს სურს, რომ ჰორმუზის სრუტე ნავთობის ტრანზიტისთვის გახსნილი იყოს და რომ ირანმა თავისი გამდიდრებული ურანი გადასცეს.

„ვერ ვიტყოდი, რომ ისინი ამას განიხილავენ. უბრალოდ ვიტყოდი, რომ დღეს დილით იყო განხილვა, რომელსაც არ მინდა, წინ გავუსწრო, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით უშუალოდ პრეზიდენტისგან მოისმენთ“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ადანაშაულებს მოლაპარაკებების ჩაშლაში. არაყჩი რუსეთში პუტინს შეხვდა