„[დიდი ქსელების შემთხვევაში] სურათმა აჩვენა ქსელიდან დაწყებული, მწარმოებლით და იმპორტიორით დამთავრებული, ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში“, - თქვა ბერეკაშვილმა და განმარტა, რომ „ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას“.
მისი შეფასებით, თუკი ეს პროცესი ეფექტური გახდება, მყიდველი მიიღებს „მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს“.
ფასების კომისიამ მიიჩნია, რომ პრობლემა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:
- მიმწოდებელსა და ქსელებს შორის კომერციული ურთიერთობა გაუგებარია: „არის სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ მარკეტინგული გადასახადები, რომელიც არის გაუმჭვირვალე. ზოგ შემთხვევაში, გადასახადები არის ისეთი, რომელიც არ ექვემდებარება კომერციულ ურთიერთობებს“;
- გაყიდულ პროდუქტზე ქსელი გადახდება აგვიანებს, რაც დისტრიბუტორსა თუ მწარმოებლებს დამატებით ხარჯებს უქმნის;
- მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს არ აქვთ წვდომა ნაშთებზე, რაც პროცესის სწორად მართვის შესაძლებლობას არ აძლევს;
- „აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება - მწარმოებელსა და ქსელებს შორის ურთიერთობების დაახლოება. არ იყოს შუალედური რგოლები. მნიშვნელოვანია დისტრიბუციის ცენტრების შექმნა“.
ფასების კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ აუცილებელი რეგულაციების შემოღება, კანონის მიღება, რომელიც შექმნის „სამართლიან სავაჭრო ურთიერთობებს“. მისი თქმით, ეს გათვალისწინებულია არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის შესახებ ევროკავშირის დირექტივაშიც.
„სექტორი არის ძალიან დიდი, ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. სისტემური რისკები კი გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე. აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი“, - თქვა ბერეკაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამ პროცესის ექვსიდან ცხრა თვემდე ვადაში დასრულება.
კომისიამ მხარი დაუჭირდა დასკვნას, თუმცა „ხალხის ძალა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არ მიემხრნენ:
- „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, შალვა კერესელიძემ მიზეზი ასე ახსნა: „საქართველოში თუ გვინდა, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება ვერცერთ შემთხვევაში თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია“.
- „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაწყვეტილება ასე ახსნა: „დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა, კონკრეტული მიზეზის გამო. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და დიდი შრომაა ჩადებული. უბრალოდ, გუშინ 21:00 საათზე მოგვეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო“.
ამის შემდეგ დოკუმენტი ბიუროს გადაეგზავნება და პარლამენტის სესიაზე განიხილება.
ფასების კომისიის შესახებ
გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ასევე ნახეთ
კობახიძე: პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისიათებერვალში შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის ხელმძღვანელიც შოთა ბერეკაშვილია. მის გარდა, კომისიაში სხვა მილიონერი პოლიტიკოსებიც არიან.