14 წევრისგან შემდგარ კომისიაში შვიდი წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ იქნება:
- შოთა ბერეკაშვილი (კომისიის თავმჯდომარე),
- ნინო წილოსანი,
- მაია ბითაძე,
- პაატა კვიჟინაძე,
- ვახტანგ თურნავა,
- ზაზა ლომინაძე,
- გელა სამხარაული.
კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია „საქართველოსთვის“:
- გიორგი შარაშიძე,
- შალვა კერესელიძე,
- ქეთევან ბაკარაძე.
სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“:
- გურამ მაჭარაშვილი,
- დიმიტრი ხუნდაძე,
- ეკა სეფაშვილი.
დროებით კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შევიდა.
დროებითი საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.
დადგენილების თანახმად, კომისიამ უნდა შეიმუშაოს და მოამზადოს შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე შექმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც სურსათის ფასებს სწავლობს.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სურსათზე ფასის წარმოქმნის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება დაიწყეს.
„სასამართლოს ათობით განჩინების საფუძველზე სუსმა გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიებიდან, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნებით, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება დაიწყო“, - განაცხადეს სუსში.
გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ფორუმი