რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, კრემლის მაღალჩინოსანმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებები.
„ამ მოლაპარაკებების დროს ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. სამწუხაროდ, ერევანი ცდილობს გააგრძელოს „ორ სკამზე ჯდომის“ პოლიტიკა“, - განაცხადა უშაკოვმა.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა უარი თქვა გამარჯვების აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე„არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება შესაძლებელი ამ პოზიციაზე დარჩენა“, - თქვა უშაკოვმა და განაგრძო: „მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომლებიც ასე სასარგებლოა როგორც რუსეთისთვის, ასევე სომხეთისთვის“.
„თუმცა მე ვიტყოდი, რომ ისინი უფრო სასარგებლოა ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის, ვიდრე ჩვენთვის“, - დასძინა მან.
ასევე ნახეთ
ერევანი მასპინძლობს სომხეთისა და ევროკავშირის პირველ სამიტს- სომხეთის რესპუბლიკამ, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირე იყო, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აირჩია დასავლეთთან დაახლოების კურსი;
- 4-5 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტი და ასევე სომხეთისა და ევროკავშირის ორმხრივი სამიტი;
- ერევანში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამაც კრემლი ასევე გააღიზიანა.
- 7 მაისს გაირკვა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში არ გაემგზავრება გამარჯვების დღის, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად. მიზეზად ფაშინიანმა საარჩევნო სამზადისი დაასახელა. ერთ თვეში სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია.
- მიმდინარე კვირაში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა;
- ნოტის გადაცემას წინ უძღოდა მინსკის მიერ სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის მკაცრი კრიტიკა მის მიერ ბელარუსის რუსეთის „გუბერნიად“ მოხსენიების გამო.
- „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სომხეთი გუბერნიად იქცეს. ჩვენ ვერ გვმართავენ ისე, როგორც ბელარუსს“, - თქვა ალენ სიმონიანმა.
ასევე ნახეთ
„ბელარუსივით გუბერნია არ გავხდებით“ - მინსკმა სომეხ დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცაფაშინიანის თქმით, სომხეთს „ცალსახად“ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, რისთვისაც ქვეყანა იმუშავებს - იმუშავებს ევროკავშირის სტანდარტების დამაკმაყოფილებელ ქვეყნად გარდაქმნას, ხოლო თუ იგი ვერ გახდები ევროკავშირის წევრი, მაინც მოგებული დარჩება მაღალი სტანდარტებისა და განვითარების გამო.
მისი თქმითვე, როდესაც ევრაზიულ კავშირში წევრობა ამ გზასთან წინააღმდეგობაში მოვა, არჩევანი სომეხი ხალხის ჩართულობით იქნება მიღებული.