5 მაისს ერევანში გაიხსნა სომხეთისა და ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები, ანტონიუ კოშტა და ურზულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგშია თანამშრომლობის გაფართოება თავდაცვის და უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში.
სომხეთმა, რომლის ხელისუფლებაც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პირობებში აირჩია ევროკავშირთან დაახლოების კურსი.
სომხეთი-ევროკავშირის სამიტის წინ, 4 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა.
2026 წლის ივნისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია.
ფორუმი