უკრაინა აცხადებს, რომ სადავო მარცვლეული რუსეთმა მოიპარა უკრაინის რეგიონებიდან, რომლებიც მოსკოვის ძალებმა ომის დროს დაიკავეს.
განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდება და მას „აბსურდული და დაუსაბუთებელი“ უწოდა.
ასევე ნახეთ
ისრაელის პორტმა არ მიიღო რუსეთის მიერ უკრაინიდან გატანილი ხორბლით დატვირთული გემისამინისტრომ განაცხადა, რომ გმობს ისრაელის იმპორტიორი კომპანიის გადაწყვეტილებას, არ დაუშვას მარცვლეულის გადმოტვირთვა ჰაიფის ნავსადგურში.
მოსკოვმა "სინანული გამოთქვა ამ ნაბიჯის გამო, რომელიც აშკარად კიევის ზეწოლის ქვეშ გადაიდგა“, - ნათქვამია განცხადებაში. - „ეს ეწინააღმდეგება ისრაელის ხელისუფლების მიერ რუსეთ-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნების შესახებ გაცხადებულ ვალდებულებას და საფრთხეს უქმნის ისრაელის სასურსათო უსაფრთხოებას.“
ასევე ნახეთ
რატომ იტაცებს რუსეთი უკრაინულ ხორბალს? ასე იწყებოდა ჰოლოდომორიუკრაინამ მაშინ განაცხადა, რომ ტვირთის არშეშვება მისასალმებელი იყო, რაც მისი სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებების ეფექტურობას ადასტურებდა.