კიევში ჩავიდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი

ფოტო არქივიდან. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი (მარცხნივ) კიევში იმყოფებოდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა 2025 წლის 12 ივნისსაც

11 მაისს კიევში ჩავიდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი. მისი ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა.

გერმანული სააგენტო dpa წერს, რომ პისტორიუსი კიევში განიხილავს იარაღის წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს.

  • 2026 წლის აპრილში, ბერლინში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას უკრაინამ და გერმანიამ გააფორმეს შეთანხმებები სტრატეგიული პარტნიორობის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
  • გერმანია განაგრძობს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას. ახალი პაკეტი, რომელსაც გერმანია 4 მილიარდი ევროთი დააფინანსებს, მოიცავს დრონების ერთობლივ წარმოებასაც.

ასევე ნახეთ

რუსეთმა გამოაქვეყნა ევროპაში „პოტენციური სამიზნეების" სია