ნარეკ კარაპეტიანის თქმით, რომ თეირანის ასეთი როლის გარეშე, აშშ-ის მიერ ადმინისტრირებული სატრანზიტო დერეფანი, - რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკების ეპიცენტრშია, - ირანის თავდასხმის სამიზნე შესაძლოა გახდეს.
ნარეკ კარაპეტიანმა, რომლის პარტიაც პრორუსული ორიენტაციისაა, ამის შესახებ ისაუბრა სიუნიუქის პროვინციაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას, 11 მაისს.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა და ალიევმა "ევროპის პოლიტიკური საზოგადოების" სამიტზე მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს„კონფლიქტი აუცილებლად დაიწყება“ - კარაპეტიანი
- ირანის ოფიციალური პირები შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომამდე რამდენიმე თვით ადრე ღიად გამოვიდნენ „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) წინააღმდეგ.
- რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ თეირანი ახლა კიდევ უფრო მეტად დაუპირისპირდება სატრანზიტო შეთანხმებას.
„წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც ამერიკული კომპანია აქ იმყოფება და ირანის ჯარები იქ“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა უარით გაისტუმრა პუტინის ინიციატივა სომხეთში რეფერენდუმზე და ტერმინი „განქორწინება“ დაიწუნა„ბოლო ერთი-ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ირანის მიერ განხორციელებული დარტყმები აშშ-ის ბაზებზე ერაყში, დუბაიში, აბუ-დაბიში თუ კატარში. რა მოხდება, თუ მათი ურთიერთობები კვლავ დაირღვევა და აქ მხოლოდ ამერიკული კომპანია იქნება წარმოდგენილი? მათ შორის კონფლიქტი აუცილებლად დაიწყება“, - განაცხადა კარაპეტიანმა.
აშშ-ის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი „ტრამპის მარშრუტი“ არ ითვალისწინებს ამერიკული სამხედრო კომპონენტის განთავსებას რომელიმე მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე - ის ეკონომიკური და კომერციული პროექტია.
ასევე ნახეთ
სომხეთში აქციაზე ამომრჩევლის ფულის სანაცვლოდ მიყვანის ბრალდებით კარაპეტიანის პარტიის 4 წევრი დააკავეს„ჩუსტის გადმოგდებაც კი შეუძლიათ“
„ირანი, სავარაუდოდ, დარტყმას განახორციელებს, მაგრამ ამჯერად ამას შორი რადიუსის რაკეტებით არ გააკეთებს. [ირანის საზღვრიდან] მანძილი მხოლოდ 30-40 მეტრია. მათ შეუძლიათ თავდასხმა ავტომატებით. მათ შეუძლიათ ჩუსტის გადაგდებაც კი [საზღვარზე] და ის ჩვენამდე მოაღწევს“, - თქვა კარაპეტიანმა.
ამრიგად, - განაგრძო პოლიტიკაში ახალშემოსულმა ბიზნესმენმა, - ირანი „უნდა გახდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის გარანტორი, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი“.
ასევე ნახეთ
პუტინმა დაასახელა პირობა რუსეთისა და სომხეთის „რბილი, ინტელიგენტური განქორწინებისთვის“პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ კონკრეტულ რეპლიკებს ჯერ არ გამოხმაურება, თუმცა წარსულში ნათქვამი აქვს, რომ მან ყველაფერი იღონა ირანის წუხილებზე რეაგირებისათვის.
ფაშინიანმა 2026 წლის 12 მარტს ისიც განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი, სავარაუდოდ, TRIPP-ის განხორციელებას შეაფერხებს.
ასევე ნახეთ
ტომას დე ვაალი: ირანის ომმა შესაძლოა გაართულოს კავკასიის დერეფანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმებითუმცა, როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, მომდევნო კვირების განმავლობაში პროექტთან დაკავშირებით, აშშ-სა და სომხეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ამ საკითხზე გაცილებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი.