ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთი "დასცინის" ომის დასრულების მცდელობებს

რუსეთის თავდასხმის შემდეგ დანგრეული შენობა კიევში. 14 მაისი, 2026 წელი

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა 14 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული ბოლო სასიკვდილო თავდასხმები აჩვენებს, რომ მოსკოვი „დასცინის“ ომის დასრულების საერთაშორისო მცდელობებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ღიად დასცინის დიპლომატიურ ძალისხმევას, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გაძლიერებას
“, - განაცხადა ევროკავშირის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ასობით დრონი და ათობით რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა კიევში.

ფონ დერ ლაიენმა ამას რუსეთის ერთ-ერთი „დრონებით ყველაზე დაუნდობელი თავდასხმა“ უწოდა.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 14 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 675 უპილოტო საფრენი აპარატით და 56 რაკეტით, მათ შორის სამი აერობალისტიკური „კინჟალით“.
დილით დადასტურებული იყო 41 რაკეტის და 652 დრონის მოგერიება და 15 რაკეტით და 23 დრონით პირდაპირი დარტყმა 24 ადგილზე.

რუსეთმა განაცხადა, რომ დარტყმები პასუხი და მიმართული იყო არმიასთან კავშირში მყოფ ობიექტებსა და ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის არმიას უჭერენ მხარს.

ასევე ნახეთ

700-ზე მეტი დრონი და რაკეტა - უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო


ასევე ნახეთ

„ომი დასასრულს უახლოვდება“?! - როგორ იქცა „ნარკომანების ხროვის თავკაცი“ „ბატონ ზელენსკიდ“