უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში დაარტყეს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
20 მაისს დილით ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მოგერიებული“ უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ დაზიანებები და ხანძარი გამოიწვია კსტოვოს რაიონში მდებარე ორ სამრეწველო ობიექტზე. ოლქის ადმინისტრაციას კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ კსტოვოში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზზე“, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია დ საწვავით ამარაგებს მოსკოვის რეგიონსაც.
20 მაისს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ გასულ ღამით თავდაცვის ძალებმა კსტოვოში „ლუკოილის" ქარხნის ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარს დაარტყეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა კსტოვოში „ლუკოილის“ ქარხანას დრონებით რამდენჯერმე შეუტიეს 2024-2025 წლებშიც, 2026 წლის აპრილის დასაწყისში და ორი დღის წინ, 18 მაისსაც.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთში უკანასკნელ თვეებში ნავთობის გადამუშავება 10%-ით შემცირდარუსეთისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევები ნავთობის საცავებზე, პორტების ტერმინალებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე.
მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.