6 კვირაში, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ტრამპის მიერ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შეჩერებიდან, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დიდწილად ჩიხში შევიდა.
ირანმა ამ კვირაში შეერთებულ შტატებს ახალი შეთავაზება წარუდგინა, თუმცა მისი საჯარო განცხადებები იმეორებს იმ პირობებს, რომლებიც ადრე ტრამპმა უარყო, მათ შორის ჰორმუზის სრუტის კონტროლის, ომის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის, სანქციების მოხსნის, გაყინული აქტივების გამოთავისუფლებისა და აშშ-ის ჯარების ტერიტორიიდან გაყვანის მოთხოვნები.
ტრამპმა ორშაბათს განაცხადა და სამშაბათს კვლავ გაიმეორა, რომ ის ახლოს იყო იმასთან, რომ ახალი დაბომბვის კამპანიის ბრძანება გაეცა, თუმცა ბოლო წუთს გადადო, რათა დიპლომატიისთვის მეტი დრო მიეცა.
„დღეს გადაწყვეტილების მიღებას ერთი საათი მაშორებდა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, სამშაბათს.
ირანმა არაერთხელ დაიმუქრა, რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო დარტყმებს განახორციელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, რომლებშიც აშშ-ის ბაზებია განთავსებული. ოთხშაბათს მან მიანიშნა, რომ უფრო შორს მდებარე სამიზნეებსაც დაარტყამს.
„თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია გამეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონის ფარგლებს გასცდება“, - ნათქვამია რევოლუციის გუშაგთა განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ბოლო დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად განაცხადა, რომ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი თეირანში ჩავიდა. პაკისტანმა გასულ თვეში სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთადერთ რაუნდს უმასპინძლა და მხარეებს შორის შეტყობინებებს ცვლის.
ასევე ნახეთ
ამერიკის ბლოკადა ირანის ბლოკადის წინააღმდეგ - რამდენს გაუძლებს ისლამური რესპუბლიკა?თებერვალში აშშ-სა და ისრაელის კამპანიის დაწყების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ძირითადად ყველა გემისთვის ჩაკეტა საკუთარი გემების გარდა, რამაც მსოფლიო ენერგომომარაგების ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია. შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეში ამას ირანის ნავსადგურების ჩაკეტვით უპასუხა.
ირანი აცხადებს, რომ მისი მიზანია სრუტის ხელახლა გახსნა იმ მეგობარი ქვეყნებისთვის, რომლებიც მის პირობებს დაიცავენ. ეს შესაძლოა მოიცავდეს სრუტეზე წვდომის საფასურს, რაც ვაშინგტონის თქმით, მიუღებელია.
ოთხშაბათს სრუტე დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ნავთობით დატვირთულმა ორმა გიგანტურმა ჩინურმა ტანკერმა დატოვა. ირანმა გასულ კვირას, როდესაც ტრამპი პეკინში სამიტზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ჩინური გემებისთვის წესების შემსუბუქების გაიოლების შეთანხმებას მიაღწია.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კორეული ტანკერი ირანთან თანამშრომლობით სრუტეს კვეთდა.
Lloyd's List-მა, რომელიც გემების გადაადგილებას აკონტროლებს, განაცხადა, რომ გასულ კვირას სრუტეში სულ ცოტა, 54 გემმა გაიარა, რაც იმის წინა კვირასთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტია. თუმცა ეს მაინც მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დაახლოებით 140 გემისა, რომლებიც ომამდე ყოველდღიურად კვეთდნენ სრუტეს.
Bloomberg-ი იტყობინება, რომ ინდოეთი ომის დაწყების შემდეგ პირველად ემზადება ცარიელი ტანკერების სრუტის გავლით სპარსეთის ყურეში გასაგზავნად, რათა ნავთობით ჩატვირთონ. ინდოეთის მთავრობის სამმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ეს უფრო მომავლის იმედია, ძალისხმევა კი კვლავ ძირითადად საპირისპირო მიმართულებით ტრანზიტის უზრუნველყოფისკენაა მიმართული: სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი გემების გამოყვანისკენ.
ასევე ნახეთ
ბერი პაველი: აშშ-ის სტრატეგია ირანში - რა მოხდება შემდეგტრამპი ზეწოლის ქვეშაა, რომ დაასრულოს ომი, რადგან ნოემბერში კონგრესის არჩევნების წინ ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მის რესპუბლიკურ პარტიას აზარალებს. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მისი საჯარო განცხადებები დაბომბვის განახლების მუქარიდან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადებებამდე მერყეობს.
მიუხედავად იმისა, რომ მან სამშაბათს განაცხადა, რომ ომის განახლებასთან ახლოს იყო, ასევე ისიც განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ის „ძალიან სწრაფად“ დასრულდება. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც გასულ თვეში სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთადერთ რაუნდზე აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ასევე ისაუბრა პროგრესზე და თქვა: „ჩვენ აქ საკმაოდ კარგ ადგილას ვართ“.
აშშ-ს ცვალებადი პოზიციების გამო ნავთობის ფასები საათობრივად და დღითიდღე იზრდება, თუმცა კვირიდან კვირამდე აშკარა ზრდის ტენდენციით ხასიათდება.