ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - თუ შეთანხმება ჩაიშლება, თავდასხმები განახლდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა, თუ ირანი არ მიიღებს შეთანხმების პირობებს, ის თავდასხმებს განაახლებს.

„ეპიკური მრისხანების“ შეჩერებიდან ექვსი კვირის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით მცირე პროგრესი აჩვენა. ტრამპმა ამ კვირაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის მეტი დროის მიცემის მიზნით ახალი თავდასხმა გადადო.

„ჩვენ ირანთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზე ვართ. ვნახოთ, რა მოხდება. ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან გავაკეთებთ რაღაცებს, რაც ცოტა უსიამოვნოა, მაგრამ იმედია ეს არ მოხდება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს.

„ჩვენ ამას ერთ შანსს მივცემთ. არსად ვჩქარობ“, - თქვა ტრამპმა. - „იდეალურ შემთხვევაში მინდა, რომ ბევრის ნაცვლად, ცოტა ადამიანი დაიღუპოს. ორივე გზით შეგვიძლია ამის გაკეთება“.

თეირანმა, თავის მხრივ, ტრამპი ომის განახლების შეთქმულებაში დაადანაშაულა და დაემუქრა, რომ ნებისმიერი დარტყმისთვის ახლო აღმოსავლეთის გარეთ თავდასხმებით საპასუხო ზომებს მიმართავდა.

„თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონის ფარგლებს გასცდება“, - ნათქვამია რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ირანი აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში „რეგიონის ფარგლებს გარეთ ომით“ იმუქრება

უახლესი დიპლომატიური კამპანიის ფარგლებში, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი - რომელმაც აქამდე სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთადერთი რაუნდი უმასპინძლა და მას შემდეგ მხარეებს შორის შეტყობინებების გამტარია - ოთხშაბათს თეირანში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ

ტრამპის თქმით, მან ზოგი ქვეყნის თხოვნით გადადო ირანზე ახალი დარტყმები