„ჩვენ არ განვახორციელებთ ირანზე ხვალისთვის დაგეგმილ თავდასხმას, მაგრამ ასევე მივეცით მათ მითითება, რომ მზად იყვნენ ირანზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის ნებისმიერ დროს, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, დაწერა მან.
მან განაცხადა, რომ მალე იქნება მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის ქონას.
დღეს, Axios-მა და CNN-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპი მალე განიხილავს თავის გუნდთან ერთად ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო ქმედებების ვარიანტებს. შეხვედრა 19 მაისს არის დაგეგმილი, იუწყება Axios-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. CNN-ი წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ღონისძიება „ამ კვირის დასაწყისში“ გაიმართება.
გამოცემების ცნობით, ტრამპი შეხვდება თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.
როგორც The New York Times-ი იტყობინება, მაისში ტრამპის უახლოესმა თანაშემწეებმა მოამზადეს გეგმები ირანზე ახალი დარტყმებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი კონფლიქტის ესკალაციას გადაწყვეტს. შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის არის ირანის სამხედრო ობიექტების ფართომასშტაბიანი დაბომბვა, ასევე სახმელეთო ოპერაცია ირანიდან გამდიდრებული ურანის გასატანად.
ფორუმი