აშშ პოლონეთში გაგზავნის დამატებით 5000 სამხედრო მოსამსახურეს. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 მაისს ღამით გამოაცხადა. რამდენიმე დღით ადრე პენტაგონმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობა, რომ პოლონეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა შეჩერებული იყო.
პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის ოფიციალურ გვერდზე 21 მაისს გამოაქვეყნა პოსტი, რომ პოლონეთის პრეზიდენტად მის მიერ მხარდაჭერილი კაროლ ნავროცკის წარმატებით არჩევისა და მასთან ურთიერთობების გათვალისწინებით, მოხარულია გამოაცხადოს, რომ აშშ პოლონეთში გაგზავნის დამატებით 5000 სამხედრო მოსამსახურეს.
ამჟამად პოლონეთში დისლოცირებულია 10 000-მდე ამერიკელი სამხედრო.
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ 22 მაისს სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მადლობას უხდის პოლონეთთან მეგობრობისა და გადაწყვეტილებისთვის, რომლის პრაქტიკული მნიშვნელობა მკაფიოა.
- კონსერვატორი კაროლ ნავროცკი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა 2025 წლის ივნისში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგად. ნავროცკის კანდიდატურას მხარს უჭერდა პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტია „სამართალი და სამართლიანობა“.
- პრეზიდენტ ნავროცკისა და პრემიერ-მინისტრ ტუსკის ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობას შორის უთანხმოებაა არაერთ საკითხზე.
ასევე ნახეთ
"ტრამპის მოკავშირე", “მაგარი კაცი” - რას ელიან პოლონეთის ახალი კონსერვატორი პრეზიდენტისგანგამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 13 მაისს დაწერა, რომ პენტაგონმა მოულოდნელად შეაჩერა პოლონეთში ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსების პროცესი.
თავად პენტაგონმა 19 მაისს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხიდან სამამდე შეამცირა ევროპაში თავისი საბრძოლო ბრიგადების რიცხვი, ეს გადაწყვეტილება შედეგია მრავალმხრივი და მრავალდონიანი პროცესის, რომელიც მიმართულია ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის განსაზღვრისკენ და ამის გამო დროებით შეფერხდა პოლონეთში ამერიკული სამხედრო ძალების განთავსება.
ამ გადაწყვეტილებამ შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ აშშ-ის პოლიტიკურ წრეებშიც.
ასევე ნახეთ
შეერთებულმა შტატებმა შეამცირა ევროპაში ამერიკული საბრძოლო ბრიგადების რიცხვიმაშინ, როცა ევროპის თავდაცვამ და უსაფრთხოებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, 2026 წლის მაისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა 5000-ით შეამციროს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნატოელი მოკავშირეების, მათ შორის გერმანიისადმი პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა, რომ შეერთებულ შტატებს არ დაეხმარნენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში.
მანამდე დონალდ ტრამპი ევროპას აკრიტიკებდა თავდაცვის მიზნებისთვის არასაკმარისი ხარჯების გამო და არაერთხელ თქვა, რომ შესაძლოა, განიხილოს ნატოდან აშშ-ის გასვლის საკითხი.