რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრი (wciom) კვლავ აღრიცხავს მხარდაჭერის ვარდნას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნაბიჯების მიმართ - წინა კვირასთან შედარებით, კლება შეადგენს 1,9 საპროცენტო პუნქტს. გამოკითხვის თანახმად, პუტინის მუშაობას ეთანხმება რესპონდენტთა 67,5 პროცენტი.
წინა პერიოდში wciom-ი ზედიზედ რამდენიმე კვირის განმავლობაში იუწყებოდა პუტინის რეიტინგის კლებაზე, რის შემდეგაც ცენტრმა ოფიციალურად შეცვალა კვლევის მეთოდოლოგია - ახლა გამოკითხვები ტარდება არა მხოლოდ ტელეფონით, არამედ ბინებში მისვლითაც. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 1,2 პროცენტით გაიზარდა და გაუტოლდა 66,8 პროცენტს.
რეიტინგი ქვეყნდება კვირაში ერთხელ, პარასკევს, მოსკოვის დროით დილის 10 საათზე.
wciom-ის ბოლო მონაცემებით, პირდაპირ დასმულ კითხვას პუტინის მიმართ ნდობაზე, დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 73,7-მა პროცენტმა, რაც წინა კვირის მონაცემთან შედარებით 0,1 საპროცენტო პუნქტით ნაკლებია. პარტია "ერთიანი რუსეთის" მხარდაჭერა შემცირებულია 0,4 პუნქტით - ის 32,7 პროცენტს შეადგენს.
მანამდე ანალიტიკოსები პუტინის რეიტინგის ვარდნას უკავშირებდნენ ინტერნეტის დაბლოკვით და ეკონომიკაში მზარდი პრობლემებით გამოწვეულ შესაძლო უკმაყოფილებას.
კრემლი არაფერს ამბობს პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნაზე.