ტრამპი: ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას

ჰორმუზის სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ამერიკის მხრიდან "უპრეცედენტო" ბლოკირება მოიხსნება თეირანთან შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში. ტრამპის თქმით, ხომალდები, რომლებიც სრუტეშია გაჩერებული, შეძლებენ დაიწყონ შინ დაბრუნების პროცესი.

"ირანი უნდა დათანხმდეს, რომ მას არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, გადასახადების გარეშე, თავისუფალი მოძრაობისთვის ორივე მიმართულებით", - წერს ტრამპი სოციალური ქსელით Truth Social-ი.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანმა უნდა გააუვნებელყოს დარჩენილი საზღვაო ნაღმები. ასევე ნაგულისხმევია გამდიდრებული ურანის გატანა და განადგურება აშშ-ის, ირანისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობით.

ტრამპი ამბობს, რომ სხვა რამდენიმე საკითხზე მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებებს და დასძენს, რომ აპირებს სხდომის გამართვას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

მანამდე გამოცემა Axios-ი იუწყებოდა, რომ აშშ-მა და ირანმა შეათანხმეს ცეცხლის შეწყვეტის და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დაწყების 60-დღიანი მემორანდუმი. გამოცემის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტეში ხომალდების თავისუფალ მოძრაობას, გადასახადების და დაკავებების გარეშე, ასევე ირანს აკისრებს პასუხისმგებლობას, 30 დღის განმავლობაში გაწმინდოს ჰორმუზის სრუტე ნაღმებისგან. აშშ, თავის მხრივ, მოხსნის საზღვაო ბლოკადას.

ასევე ნახეთ

ტრამპი ერ-რიადს და კატარს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ "აბრაამის ხელშეკრულებებს"