მოლაპარაკებებზე ირანის მთავარი წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმება არ მოხდება, თუ შედეგები ხელშესახები არ იქნება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი და მისი გუნდი - 2026 წლის 31 მაისი

ირანი არ მიიღებს აშშ-სთან კონფლიქტის დასრულების შესახებ არანაირ შეთანხმებას, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანელი ხალხის უფლებები დაცულია.

ეს განაცხადა 31 მაისს აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა - იტყობინება სახელმწიფო მედია, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს.

„ჩვენ არ გვჯერა მტრის სიტყვებისა და დაპირებებისა. ჩვენი ერთადერთი კრიტერიუმია ხელშესახები შედეგების მიღწევა, სანამ სანაცვლოდ ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ“, - თქვა მან ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ფიცის დადების შემდეგ მას მერე, რაც ის კვლავ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომში ცეცხლის შეწყვეტის მოქმედი შეთანხმების ფონზე პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ომის სრულად დასრულების მიზნით.

ასევე ნახეთ

ხამენეის მრჩეველმა ტრამპი "დიპლომატიის ღალატში" დაადანაშაულა

მედიის ცნობით, წინასწარი შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 60 დღით გახანგრძლივებას, იმ დროს, როდესაც ირანის ბირთვულ საქმიანობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ წყაროს თქმით, შეთანხმება ახლოსაა, თუმცა გარკვეული საკითხები, მათ შორის ირანის უცხოეთში გაყინული სახსრების აღდგენა, კვლავ განხილვას საჭიროებს.

ასევე ნახეთ

ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე შეინარჩუნებს ირანის პორტების ბლოკადას