თავდასხმა განხორციელდა თექვსმეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მათ შორის რუსეთის ათი უდიდესიდან - რვაზე. ზოგიერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა რამდენჯერმე იყო.
OilX-ის ანალიტიკოსების თქმით, მაისში ნავთობგადამუშავების მოცულობა დღეში 4,58 მილიონ ბარელამდე შემცირდება, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემოდგომის შემდეგ. მათი თქმით, უკრაინამ გააფართოვა სამიზნეების სია და თავს ესხმის მეორად ობიექტებს, ტერმინალებსა და სატუმბ სადგურებს, რომელთა აღდგენა სანქციების გამო უფრო რთულია.
თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, რუსეთი საწვავის კრიზისისგან ჯერ კიდევ შორს არის - წლის დასაწყისიდან ბენზინის ფასები ორ რუბლზე ოდნავ მეტით გაიზარდა, საწვავის ნორმირება კი მხოლოდ ანექსირებულ ყირიმში გატარდა: ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა, ბენზინის „ტალონებით გაცემის“ წესი და ლიმიტი შემოეღო.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეკორდული რაოდენობის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ნავთობის ქარხნებზე - Bloomberg
ხანძარი სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უკრაინის დრონით იერიშის შემდეგ. 31 მაისი, 2026 წელი
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო თვის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას, სულ ცოტა, 30-ჯერ დაარტყეს - რაც უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა თვეში, ომის დაწყებიდან.