შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა ტერიტორიის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა - იუწყება "კრიმ-რეალიი".
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ზომები შემოღებულია უკრაინის არმიის მოქმედების გამო. ბოლო კვირებში რეგულარულად ვრცელდება ცნობები უკრაინის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებზე საბრძოლო ავტომობილებზე, რომლებიც მოძრაობენ "ნოვოროსიის" სახელით ცნობილ მაგისტრალზე - ეს გზა რუსეთს აკავშირებს ანექსირებულ ყირიმთან. რუსეთის ხელისუფლება ასევე იუწყება, რომ დონეცკის ოლქში დრონის შეტევის შედეგად დაიღუპა მოსკოვიდან სიმფეროპოლისკენ მიმავალი ავტობუსის რვა მგზავრი.
ასევე ნახეთ
ყირიმის იზოლაცია - უკრაინის გზა გამარჯვებისკენ?პასეჩნიკის ბრძანება მორიგი დასტურია იმისა, რომ დრონების თავდასხმების გამო რუსეთის ხელისუფლება ყირიმისკენ ავტომაგისტრალს აღარ მიიჩნევს უსაფრთხოდ. ეს უკვე აისახა ყირიმის საწვავით მომარაგებაზე - ნახევარკუნძულზე ამჟამად ბენზინი თავისუფლად არ იყიდება.