სომხეთში ყველა უბნის შედეგები დათვალეს - ფაშინიანის პარტიას ხმების 49,81% აქვს

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს ჩატარდა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, 105-წევრიანი ეროვნული კრების შემადგენლობაში ოთხი პოლიტიკური გაერთიანება იქნება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 8 ივნისს დილის ათი საათისთვის გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, რომლებიც ყველა, 2005-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებს ეფუძნება:

  • პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ 49,81% აქვს(61 ადგილი)
  • 23,29%-ით მეორე ადგილზეა მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პრორუსული ბლოკი „ძლიერი სომხეთი“(28 ადგილი).
  • 9,94% აქვს ბლოკს „სომხეთი“, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია(11 ადგილი).
  • ხმების 4% მიიღო პრორუსული პოზიციის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“(5 ადგილი).

უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 53 დეპუტატია საჭირო, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის - 70.

ასევე ნახეთ

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები გეოპოლიტიკური საზომით - ფაშინიანი და პრორუსული ძალები

სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს(4% პარტიებისთვის და 8-10% ბლოკებისთვის მათი წევრი პარტიების რაოდენობის მიხედვით).

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა.

ამომრჩეველთა აქტივობა 58,97% იყო.

ასევე ნახეთ

კობახიძემ ფაშინიანს არჩევნებში წარმატება მიულოცა