რა იცვლება
პაპუაშვილის განმარტებით, თუ არსებული წესის მიხედვით ჟურნალისტის მხრიდან აკრედიტაციის წესების დარღვევა პირველ ჯერზე 1 თვით აკრედიტაციის შეჩერებას, განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებდა, ცვლილების თანახმად, პირველ ჯერზე ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე ვადით შეიძლება შეუჩერდეს.
"დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცვლილების საფუძველი
შალვა პაპუაშვილის თანახმად, ცვლილების საფუძველია ის, რომ "საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან" დაახლოვდეს.
„როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ შემოიღებენ დეპუტატებთან ინტერვიუს წინასწარი შეთანხმების წესს.
"ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის. ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს დღემდე და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რომ იყოს წინასწარი თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რომ მასთან დაიწყოს ინტერვიუ. ამიტომ ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში, არ გადმოვიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ
"ვიფიქრებ, ჩვენთან იგივე წესები გავრცელდეს თუ არა" - პაპუაშვილი ევროპარლამენტში "იმედისთვის" აკრედიტაციის შეჩერებაზეპირობა, რომ პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესებს გადახედავდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად, შალვა პაპუაშვილმა მაისში გაახმაურა, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" განცხადების კვალდაკვალ, რომ ერთი წლით აეკრძალათ ევროპარლამენტში საქმიანობა.
ასევე ნახეთ
„იმედი“: ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით აგვეკრძალამაშინ პაპუაშვილმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ამგვარად შეაფასა: ერთი მხრივ, "ეს არის მედიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების გაგრძელება, რომლის მიზანია, დაიხუროს თავისუფალი მედია" და მისივე შეფასებით, "რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, არის მართალი სიტყვა". ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება დააფიქრებს, ხომ არ შემოიღოს მსგავსი რეგულაციები საქართველოს პარლამენტშიც.
ასევე ნახეთ
ონლაინგამოცემა "პუბლიკას" და სტუდია "მონიტორს" საპარლამენტო აკრედიტაცია გაუუქმესმოგვიანებით, 22 მაისს, პარლამენტში აკრედიტაცია ვადამდე შეუწყვიტეს ონლაინგამოცემა "პუბლიკას" და სტუდია "მონიტორს". ორივე მედიის შემთხვევაში მიზეზად დასახელებული იყო ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში აკრედიტებული ჟურნალისტების არყოფნა პარლამენტში.
პარლამენტი და ჟურნალისტთა მუშაობის წესები
პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის მუშაობის გარკვეული პერიოდით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მანამდეც მიუღიათ, თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევა არ ყოფილა.
ასევე ნახეთ
წილოსანის მოთხოვნით, "მთავარი არხის" ჟურნალისტს პარლამენტში ერთი თვით შესვლა აეკრძალაასევე ნახეთ
ნინო წილოსანის მოთხოვნით, „ფორმულის“ ჟურნალისტს ექვსი თვით აუკრძალეს პარლამენტში მუშაობაასევე ნახეთ
სოზარ სუბარის მოთხოვნით, „TV პირველის“ ჟურნალისტს პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აუკრძალესპარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი 2023 წლის 1 მარტიდან მოქმედებს.
ამ წესების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარზე, ჟურნალისტი კი კითხვის დასმას მაინც განაგრძობს, ამისთვის მას შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შეზღუდვა დაუწესდეს.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების დარღვევისთვის სანქციებია გათვალისწინებული - აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება პარლამენტში დაუშვებელია.
ამ წესებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა - ონლაინმედიისთვის ეს არის არაუმეტეს ოთხი ჟურნალისტისა.
პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის შენობაში მყოფი ჟურნალისტი ვალდებულია:
- ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
- წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
- პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ;
- პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
- არ დაუშვას თავისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური ან დისკრიმინაციული მიმართვა ან ქმედება;
- დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის ან მანდატურის მითითებებს;
- სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.
უსაფრთხოების დონეები
საქართველოს პარლამენტის შენობაში, შალვა პაპუაშვილის 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანებით, უსაფრთხოების დონეებიც შემოიღეს. "მწვანე", „ყვითელი" თუ „წითელი" .
„უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.
თუ „წითელი დონე” მოქმედებს, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.
ოპოზიციური პარტიების, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ამომრჩევლების ნაწილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს, 2024 წლის 25 ნოემბერს, პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებდა.
ის „წითელი დონით” შეცვალეს 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები დაიწყო „ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილების გამო, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ახალი საპარლამენტო არჩევნების და დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით აქციები დღემდე გრძელდება.
„ყვითელი" დონე მოქმედებდა მათ შორის 2024 წლის დეკემბერში კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევის პროცედურის და 2025 წლის თებერვალში მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გამოსვლის გამო.
პარლამენტის შენობაში „ყვითელი დონე” მოქმედებდა, მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზეც, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს.
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის ბრძანების საფუძველზე მედიასაშუალებებს (გარდა ტელემედიის) არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა.