8 ივნისის თავდასხმას რამდენიმე დღით უძღოდა წინ რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი შეზღუდვები კომერციულ და სამგზავრო ტრანსპორტზე, რეგიონისკენ მიმავალ მსხვილ მაგისტრალებზე.
უკრაინა კვირების განმავლობაში აწარმოებს კამპანიას საშუალო რადიუსის დრონებით, მისი სამიზნეა სატვირთო მანქანები, უწინარესად ბენზინისა და საწვავის გადამტანები ყირიმში.
ამ დარტყმების ფონია უკრაინის მიერ უფრო ფართოდ წარმოებული კამპანია რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების, მილსადენების და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამ ფაქტორებმა ბენზინის მწვავე დეფიციტი გამოიწვია ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, რომლის ეკონომიკაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუს ტურისტებზე.
ასევე ნახეთ
ყირიმის იზოლაცია - უკრაინის გზა გამარჯვებისკენ?ყირიმი, რომლის ოკუპაცია და ანექსირებაც რუსეთმა 12 წლის წინ განახორციელა, რუსეთის ტერიტორიას უკავშირდება მილიარდობით დოლარის ღირებულების სამანქანო და სარკინიგზო ხიდით.
ეს ხიდი, რომელსაც ქერჩის ხიდის, ან ყირიმის ხიდის სახელებით იცნობენ, უკრაინის იერიშების სამიზნე გახდა 2022 წელს, რამაც რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახადა შეზღუდვები დაეწესებინა სატვირთო მანქანების გადაადგილებაზე.