განაცხადა ირაკლი კობახიძემ, დღეს 9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პასუხად შეკითხვაზე - რას მოელის ის 11 ივნისს ევროკომისიის მიერ დაგეგმილი შეხვედრიდან საქართველოსთან დაკავშირებით.
კობახიძის განცხადებით, "ეს არის შანტაჟის მცდელობა", რომელმაც "იმდენად დაკარგა ფასი, რომ ხალხი საერთოდ აღარ რეაგირებს".
"რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში და, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა. ისინი, რა თქმა უნდა, ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარეშემო", - თქვა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ "შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჭრის".
გუშინ, ამ საკითხს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ტექნიკური", "სამუშაო დონის" შეხვედრიდან, მაკა ბოჭორიშვილი მოელის, რომ "შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესი".
"სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რაც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა
მისი განცხადებით, "თავად ევროკავშირის მხრიდან, ევროპული მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაურად იქნა გაჟღერებული, რასაც მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკაციები. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსის, აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენს მოქალაქეებში გააჩინონ შიში, თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ემუქრება საფრთხე და ერთგვარად ასეც „მონათლეს“ ეს შეხვედრა“.
საქმე სერიოზულადაა", „გარემოებების გამოსწორება“...
ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამბერტმა 8 ივნისს პრესკონფერენციაზე, თქვა რომ საქართველოსთან 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
მანამდე რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა უთხრა, რომ შეხვედრის მიზანია, ევროკომისიამ საქართველოს გააგებინოს, რომ „საქმე სერიოზულადაა“.
ასევე ნახეთ
მიზანია გარემოებების გამოსწორება - ევროკომისიის სპიკერი 11 ივნისის დიალოგზე საქართველოსთან2026 წლის მარტში ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები არიან.
ასევე ნახეთ
„საქმე სერიოზულად არის“ - უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს დიალოგი 11 ივნისსაა დაგეგმილი, გადაწყვეტილებას 2027 წლის იანვარში ელიანვინ წარმოადგენს თბილისს
2026 წლის 11 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირ-საქართველოს „სავიზო დიალოგის“ პირველი შეხვედრა, რომლის მიზანიც, როგორც რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა უთხრა, არის საქართველოს გააგებინოს, რომ „საქმე სერიოზულადაა“.
რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ბრიუსელში წყაროების ცნობით, 2027 წლის იანვარში, - სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ, - ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას.
11 ივნისის შეხვედრა კი განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.
საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაში „მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით“.
ამ პოზიციას გიორგი ტაბატაძე იკავებს.