სხდომის დანიშვნა მოითხოვეს ლიკა ბასილაია-შავგულიძემ და ლაშა ტუღუშმა. როგორც ლიკა ბასილაია-შავგულიძე წერს:
„მე და ლაშა ტუღუშმა მოვითხოვეთ სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით“.
ასევე ნახეთ
„ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“ - პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედასხდომა დაინიშნა - „ტრანსლირების გარეშე“?
მისი ცნობითვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხათ, რომ სხდომა დაინიშნა ორშაბათს, 15 ივნისს, 12:00 საათზე „სამუშაო ფორმატში“.
„ეს ნიშნავს, რომ სხდომის ტრანსლირება არ უნდა მოხდეს“, - განმარტავს ბასილაია-შავგულიძე.
ლაშა ტუღუშის განმარტებით, სამეურვეო საბჭოს სხდომები საჯაროდ პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ესწრება გენერალური დირექტორი, „სამუშაო შეხვედრა“ კი დახურულ ფორმატში იმართება და ვერც გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი.
„ამაზე ლაშა ტუღუშმა გაუგზავნა მეორე წერილი, სადაც მოითხოვა სხდომაზე არა მხოლოდ ტექნიკური პერსონალის დასწრება, არამედ - გენერალური დირექტორის, იურიდიული სამსახურის და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის“, - წერს ბასილაია-შავგულიძე.
ლაშა ტუღუშის თქმით, „მძიმე სურათი იყო, რაც ვნახეთ“ და ამიტომ მოითხოვეს სხდომის სწრაფად შეკრება.
„ჩატარდეს შაბათს, პირდაპირ ეთერში“
ვასილ მაღლაფერიძისგან პასუხის მიღების შემდეგ, 12 ივნისსვე, ლაშა ტუღუშმა კვლავ მიმართა მას და მოითხოვა, რომ სხდომა დაინიშნოს 13 ივნისს და გადაიცეს პირდაპირ ეთერში.
„ჩვენ ვითხოვთ სხდომა დაინიშნოს ხვალ, იყოს ტრანსლირებული არა მხოლოდ ფეისბუქით, არამედ პირდაპირი ეთერითაც პირველ არხზე, ჩვენ ვითხოვთ სხდომას დაესწროს გენერალური დირექტორი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახურის უფროსი“, - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.
ლაშა ტუღუშიც ამბობს, რომ სხდომა შაბათსვე უნდა გაიმართოს:
„ხვალ უნდა გაიმართოს შეხვედრა, მოიწვიონ დირექტორი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ეს და არა მარტო იმ ნაწილის, რომელიც არის მოწვეული“, - თქვა ტუღუშმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ჯერჯერობით (21:00 საათისთვის) პასუხი არ მიუღია.
ასევე ნახეთ
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებს ღია კონკურსით აღარ შეარჩევენრა მოხდა პირველ არხზე?
9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დღე პირველ არხზე", რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელშიც "სიმღერის აკადემიის" შემსრულებლები იყვნენ მიწვეული, ანსამბლის ზრდასრულ წევრებთან ერთად ბავშვების სიმღერის დროს 10 წლის ანკა მოწყვეტით დაეცა.
ბავშვის დაცემის კადრი პირდაპირ ეთერში შეუმჩნეველია, ჩანს მხოლოდ ანსამბლის წევრი რამდენიმე ბავშვის რეაქცია - ისინი ქვემოთ იყურებიან, თუმცა ყველა აგრძელებს სიმღერას. ანკას ვარდნა სიმღერის დაწყებიდან 50-ე წამზე ჩანს ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი იღებდა თავისი ტელეფონით.
ბავშვის დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც მის შვილს არ დაეხმარნენ.
„უნდა მოუხადონ ბოდიში ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს და მოზარდებს, რომლებიც თავიანთი უმოქმედობით დააზარალეს“.
ტელევიზიისა და „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლების თქმით, არ შეუნიშნავთ, როგორ დაკარგა ბავშვმა გონება.
მაუწყებლის განცხადებით, „ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს“.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც“, - განაცხადა მაუწყებელმა.