ორგანიზაციის გამნაღმველთა ჯგუფზე თავდასხმა 24 ივნისს მოხდა. დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი თანამშრომელი. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან.
Norwegian People’s Aid-ის თანახმად, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსული რაკეტა „ისკანდერით“ შეტევას ემსხვერპლნენ. ნორვეგიული ორგანიზაცია მუშაობს ინფორმაციის გადასამოწმებლად ყველა გარემოების დადგენის მიზნით.
თავდასხმის შემდეგ Norwegian People’s Aid-მა განაცხადა, რომ თანამშრომლების დასაცავად შეაჩერა განაღმვის ყველა ოპერაცია.
ეს ნორვეგიული ორგანიზაცია უკრაინას 2022 წლიდან ეხმარება და ათეულშია იმ უცხოური ორგანიზაციების, რომლებიც რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.