ევროკავშირმა 2027 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები

ევროკავშირმა 2027 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები

ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით, 2027 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ახლახან გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ - სადაც ბლოკის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მოქმედი შეზღუდვების გაგრძელება შეათანხმეს.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ სანქციები შენარჩუნდება მანამ, სანამ რუსეთი განაგრძობს ქმედებებს, რომლებსაც ბრიუსელი მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის დარღვევად. აუცილებლობის შემთხვევაში ბლოკი მზადაა დამატებითი ზომების მისაღებადაც.

მოქმედი სანქციები მიემართება ვაჭრობას, ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკას და ორმაგი მოხმარების საქონელს. ისინი ასევე მოიცავს აკრძალვას რუსეთის ნავთობის და ნავთობის რიგი პროდუქტების საზღვაო იმპორტზე, შეზღუდვებს რუსეთის ბანკებისთვის და კრიპტო-სერვისებისთვის, ასევე აკრძალვას, რომელიც ეხება რუსეთის რიგი სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას ევროკავშირის ქვეყნებში.

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ევროკავშირმა პირველად 2014 წელს შემოიღო - რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსირების შემდეგ. შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაფართოვდა მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.

გარდა ამისა, ევროკავშირი განაგრძობს ინდივიდუალური სანქციების შემოღებას ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე შეზღუდვების დაწესებას ყირიმთან და უკრაინის ტერიტორიებთან მიმართებით, რომლებსაც ბრიუსელი არ აღიარებს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფად.

ევროკავშირის ლიდერები ასევე გამოვიდნენ მოწოდებით რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს შეზღუდვის ზომების 21-ე პაკეტი, რომელიც, როგორც მოელიან, მიმართული იქნება რუსეთისთვის ენერგომატარებლებით მიღებული მოგების კიდევ უფრო შემცირებაზე, ჩრდილოვან ფლოტთან ბრძოლაზე და რუსეთის საბანკო სისტემაზე ზეწოლის გაძლიერებაზე.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ მზადაა გააგრძელოს კიევის პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური დახმარება.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის ლიდერები პირველად შეთანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების ერთი წლით გაგრძელებაზე