რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 3 ივლისს "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით საქმე აღიძრა საქართველოს მოქალაქე გელა მებონიას წინააღმდეგ.
როგორც დე ფაქტო უწყების ცნობიდან ირკვევა, გელა მებონიამ დანარჩენი საქართველოს მხრიდან "საზღვარი" გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან 2 ივლისს გადაკვეთა.
6 ივლისს მებონიას პატიმრობა შეუფარდეს, წინასწარი გამოძიებისთვის საჭირო ვადით.
საქართველოს შესაბამისი უწყებები მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ აფხაზეთში გალელ მასწავლებელს 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს „ჯაშუშობის“ ბრალდებითსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით:
- 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ,
- ოკუპირებულ აფხაზეთში კი - 40.
- 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იყო, მათ შორის ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს.