დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე მარატ ავიძბას თავმჯდომარეობით, 17 ივნისს გამოაცხადა განაჩენი. ხიზანიშვილი 39 წლისაა.
ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნეს „ჯაშუშობასა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში“.
ხიზანიშვილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხიზანიშვილმა აფხაზეთში დისლოცირებულ ერთ-ერთ რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს გადაუღო ვიდეო, რისთვისაც ფულადი ანაზღაურება მიიღო, მოგვიანებით კი მას გადასცეს ასაფეთქებელი მოწყობილობა.
- 2024 წლის მაისში აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს „აფხაზეთის მოქალაქე” კახა მურადოვი, რომელსაც კავშირი აქვს ქართულ სპეცსამსახურებთან. 2025 წლის იანვარში აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მურადოვს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა „სახელმწიფო ღალატისა“ და „იარაღის უკანონო ბრუნვისთვის“.
- 2022 წლის ივლისში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დააკავეს ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც 2023 წლის მაისში ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
- 2026 წლის იანვრის ბოლოს, ბრიტანეთის მოქალაქე კულდიპ სინგჰი აფხაზეთიდან გააძევეს „უცხოური დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის“ ეჭვის საფუძველზე.
- 2026 წლის 10 მარტს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ემზარ ბაღიშვილი დააკავეს მსგავსი, „ჯაშუშობის“ ბრალდებით.
ფორუმი