ორშაბათს, 6 ივლისს გაგიკ წარუკიანის დაკავების პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის საკუთრებაში არსებული მრავალი კომპანია გაჩხრიკეს და იქიდან დოკუმენტები და კომპიუტერები ამოიღეს, კარები კი დალუქეს.
შაბათს, 11 ივლისს კი საპროტესტო აქცია გამართეს სხვადასხვა კომპანიის - „მულტი ველნეს ცენტრის“, „ევრომოტორსის“, „ოლიმპიანის“ სპორტული ცენტრის თანამშრომლებმა და სამუშაოების გაგრძელება.
ასევე ნახეთ
წარუკიანის ნიანგმა ზოოპარკის თანამშრომელს „წარბი გაუკაწრა“„მთელი ჩვენი სამუშაო გაჩერებული, ვერც შეკვეთების განთავსება შეგვიძლია და ვერც გაყიდვა“, - თქვა ერთ-ერთმა მონაწილემ, აბრაჰამ დანაგუზიანმა, რომელიც „ევრომოტორსის“ დირექტორია.
სხვადასხვა სპორტის სახეობების გუნდები „ოლიმპიანის“ სპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ ხოლმე. MMA-ს მწვრთნელის, ერიკ ოჰანიანის თქმით, მათ გუნდში დაახლოებით 100 ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში ნორმალურ პირობებში ვარჯიშის შესაძლებლობას მოკლებული იყო და იძულებულნი იყვნენ, ღია ცის ქვეშ ევარჯიშათ.
სამართალდამცველებმა ასევე დალუქეს გაგიკ წარუკიანის კუთვნილი „არარატ ცემენტის“ ქარხანა, თუმცა ხუთშაბათს, 9 ივლისს, თანამშრომლების პროტესტის შემდეგ, მათ მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.
ასევე ნახეთ
დააკავეს ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანირას ედავებიან წარუკიანს
პოლიციამ პრორუსი ბიზნესმენის, ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის სახლში 6 ივლისს ჩაატარა ჩხრეკა.
დაკავებამდე, გაჩხრიკეს წარუკიანის სახლი და კომპანიები - 70 სხვადასხვა მისამართი. პოლიციამ დალუქა არაერთი კომპანიის ოფისები და დაკავებულს ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.
7 ივლისს ჩატარდა სასამართლო სხდომა და სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
- სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, წარუკიანის წინააღმდეგ, ჯამში, 10-ზე მეტი სისხლის სასამართლოს საქმეა აღძრული.
- ქრისტეს გიგანტური ქანდაკების აშენების ინიციატორი ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთსა და ბელარუსთან საგანგებო კავშირებით იცნობენ, გიგანტური ნოეს კიდობნის აგებასაც გეგმავდა.
- მისი პარტია - „აყვავებული სომხეთი“ - 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მე-4 ადგილზე გავიდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა - 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.