აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს

ფოტო არქივიდან: ისაკო დევიძე

სამოქალაქო აქტივისტს ისაკო დევიძეს დღეს, 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა. იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის ვადა მისი დაკავებიდან აითვლება (17 იანვრიდან) დევიძე საპატიმროს 6 თვეში დატოვებს.

ისაკო დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდნენ:

  • სასამართლოს უპატივცემულობას, მოსამართლის შეურაცხყოფით (366-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  • სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (353 ტერცია მუხლი).

ასევე ნახეთ

ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - ამბობს მისი და

ბრალდებების თანმიმდევრობა

ისაკო დევიძე პოლიციამ 2025 წლის 20 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა. ამ დღეს დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ, ჩატარებულიყო საერთაშორისო გამოძიება BBC-ს ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად - გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული ნივთიერება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის დაშლის დროს.

2025 წლის 22 დეკემბერს სასამართლოს სხდომაზე, სადაც მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, მან საქმის განმხილველი მოსამართლის ზვიად ცეკვავას სამუშაო კომპიუტერს ხელი გაარტყა.

ამის შემდეგ მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით, რის გამოც ის 17 იანვარს დააკავეს.

ასევე ნახეთ

რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენ

ასევე ნახეთ

„მუშტებისგან ლამის თავი გამისკდა“: ვინ არიან აქციაზე წუხელ დაკავებულები - სია