სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხიტარ ჰაირაპეტიანმა Facebook-პოსტში ხაზი გაუსვა, რომ ეს კომპანია „სტარლინკის“ საჩუქარია სომხეთისადმი.
Space X-ს, ჯამში, ქვეყნისათვის Starlink-ის 110 მოწყობილობა აქვს გადაცემული.
მინისტრის თქმით, აღჭურვილობა სომხეთის მთავრობას მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანია Starlink-ს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაეცა.
„ეს მოწყობილობები ხელს შეუწყობს საიმედო და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტური რეაგირებისთვის“, - წერს ჰაირაპეტიანი 11 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში.
მისივე ცნობით, ტექნიკა უკვე ჩავიდა სომხეთში და გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის გადასაცემად.
ასევე ნახეთ
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მასკს მადლობა გადაუხადა რუსეთისთვის Starlink-ის გათიშვისთვისSpaceX-ის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი სომხეთში გასული წლის მარტის ბოლოდან არის ხელმისაწვდომი.
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა რუსეთის ჯარებს Starlink-ის ტერმინალებზე წვდომის შესაძლებლობა შეუზღუდა, თუმცა რუსეთი მაინც ახერხებდა ტერმინალების მესამე ქვეყნებში შეძენას.
უკრაინამ SpaceX-თან თანამშრომლობით მიმართა ზომებს რუსი სამხედროებისთვის Starlink-ის დასაბლოკად.