კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ უშგულში, IX-X საუკუნეებში აშენებული ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია. უწყების ცნობით, „მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია“.
„აღსანიშნავია, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა“, - აცხადებს სააგენტო, თუმცა არ აღნიშნავს, ვინ აწარმოებდა სამშენებლო პროცესს ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, 8 ივლისს „ჩაიხანამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც ირკვეოდა, რომ უშგულში, სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარე IX-X საუკუნეების ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვოდ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სააგენტომ განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო.