გორში ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა - ორივე გარდაიცვალა

გორი, შემთხვევის ადგილი

გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომობილი გზაზე გადამსვლელ ქალსა და ბავშვს დაეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვიც.*

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით: ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი, რომლის ბრალეულობითაც ადამიანი გარდაიცვალა.

  • ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა.
  • მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა - მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ.
  • ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში.
  • იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია თბილისსა და კახეთში.

ასევე ნახეთ

2025 წელს 469 ადამიანი ემსხვერპლა ავარიებს - 2018 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი რიცხვია


*განახლება:

ახალი ამბის სათაური განახლდა შეცვლილი გარემოებების გამო, თავდაპირველი სათაური იყო "გორში ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა, 3 წლის ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია".

დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა.