წინასაარჩევნო კამპანიისას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სიტყვიერი დაპირისპირებიდან თითქმის ორ თვეში, 13 ივლისს, ერევნის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომელი არპინე სოღოიანი სამსახურიდან დაითხოვეს.
კლინიკას ერევნის მუნიციპალიტეტი ფლობს. მუნიციპალიტეტის პრესცენტრში უარყოფენ ექიმის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე ბრალდებებს და აცხადებენ, რომ იგი შემცირებაში მოჰყვა.
რას ამბობს მოქალაქე
მოქალაქე არპინე სოღოიანი მუშაობდა ქანაქერ-ზეითუნის პოლიკლინიკის ქალთა საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელად - ის 21 წელია, გინეკოლოგია.
მას 13 ივლისს აცნობეს დათხოვნის შესახებ - რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი კლინიკის ამ გადაწყვეტილებას თავის ოპოზიციურ შეხედულებებსა და ფაშინიანთან წინასაარჩევნო შეხვედრისას დაპირისპირებას უკავშირებს.
გინეკოლოგი არპინე სოღოიანი. 2026 წლის 13 ივლისი
რას ამბობს მუნიციპალიტეტი
ერევნის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ერევნის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ჯანდაცვის დაწესებულებებში პერსონალი შეამცირეს, მათ შორის გინეკოლოგები.
უწყების განცხადებით, „ზედმეტად შენარჩუნებული“ პოზიციები „ქმნის დამატებით ფინანსურ ტვირთს“ და ასეთად დაასახელეს ქალთა საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაც, - პოზიცია, რომელსაც სოღოიანი იკავებდა.
მუნიციპალიტეტის განცხადებითვე, შემცირებების პროცესი 2026 წლის იანვარში დაიწყო.
სოღოიანის უშუალო ხელმძღვანელმა, ვარდან ჰაკობიანმა, - რომელიც კლინიკის ხელმძღვანელია, - რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა.
ასევე ნახეთ
„გავანადგურებ რობს, კალუგელ კაცს, სერჟს და გაგოს“ - ფაშინიანი ოპოზიციონერებზე მოქალაქესთან დაპირისპირებისასრა მოხდა ფაშინიანთან დაპირისპირებისას
სოღოიანი არის ის მოქალაქე, რომელიც 2026 წლის 18 მაისს ფაშინიანს ერევანში, არაბკირის რაიონში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სიტყვიერად დაუპირისპირდა.
წარმოშობით ყარაბაღელი ქალი ფაშინიანთან მივიდა და უთხრა: „შენ ჩემი სამშობლო მოიპარე, მთელი თაობა გაანადგურე, ჩემი ძმა, ჩემი სიხარული მომპარე, ჩვენი განადგურება სცადე, მაგრამ ვერ გაგვანადგურე“.
ფაშინიანმა უპასუხა: „ჩვენ შევქმენით ჯანმრთელობის დაზღვევა, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო“, - თუმცა მოქალაქემ კვლავ გააწყვეტინა: „თქვენ ჩვენი გაცურება სცადეთ“.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა ბოდიში მოუხადა ყარაბაღელ ქალს, რომელსაც მეტროში სიტყვიერად დაუპირისპირდადაპირისპირება გაგრძელდა და ვითარება დაიძაბა. ფაშინიანმა ჩამოთვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი „განადგურებით“ დაიმუქრა:
„თუ რობზე მელაპარაკებით, მე გავანადგურებ რობს, რობი ციხეში ჩაჯდება, გავანადგურებ რობს, გავანადგურებ კალუგელ კაცს, გავანადგურებ სერჟსაც და გაგოსაც“, - თქვა მან. ის გულისხმობდა ოპონენტებს, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებს:
- „რობი“ - ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი;
- „კალუგელი კაცი“ - შინაპატიმრობაში მყოფი სომეხი-რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი. ფაშინიანი მას ხშირად „კალუგელ ოლიგარქს“ უწოდებს (კალუგა არის ქალაქი რუსეთში, სადაც კარაპეტიანი წლების განმავლობაში მუშაობდა);
- „სერჟი“ - ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი;
- „გაგო“ - ოპოზიციონერი მილიონერი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი.
ყველა მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეა აღძრული.
ასევე ნახეთ
დაპატიმრებული წარუკიანის ფირმების თანამშრომლებმა აქცია გამართეს და მუშაობის გაგრძელება მოითხოვესარპინე სოღოიანმა ფაშინიანი „ქვეყნის განადგურებაში“ დაადანაშაულა, რასაც პრემიერმა ასე უპასუხა:
„ქვეყანა თქვენ გაანადგურეთ, ყარაბაღის აქცენტით შენიღბულმა ხალხმა, რომელიც ავრცელებს ვიდეოებს... თქვენ ხართ გამოქცეული მარიონეტები! ჩამოიხსენით ნიღბები! თქვე მშიშარებო, ბრძოლის ველიდან რომ გაიქეცით... ჩამოიხსენით ნიღბები რობის მარიონეტებო, სერჟის მარიონეტებო, გაგოს მარიონეტებო!“
ამ ინციდენტის შემდეგ ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა ჟურნალისტების კითხვების პასუხად გამორიცხა, რომ ექიმს პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლებდნენ.