საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან პარიზის მახლობლად, ფონტენბლოს ტყეში მასშტაბური ხანძრის განზრახ ან დაუდევრობით გაჩენაში. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 18 წლისაა.
პარიზიდან დაახლოებით სამოც კილომეტრში მდებარე კომუნა ფონტენბლოსთან 12 ივლისს გაჩენილმა ხანძარმა უკვე გაანადგურა 1300-ს ჰექტარზე მეტი ტყე.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში გაჩენილი ცეცხლის ქრობის ოპერაციაში ჩართულია 600 მეხანძრე და სპეციალური თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
მასშტაბური ხანძრის გამო საჭირო გახდა ათასამდე ადამიანის ევაკუაცია. დროებით დაკეტეს ახლომდებარე ავტომაგისტრალები.
ასევე ნახეთ
ივნისის ცხელ პერიოდში ევროპის სამ ქვეყანაში დაფიქსირდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიოფიციალური მონაცემებით, ამ წლის დასაწყისიდან ტყის ხანძრებმა საფრანგეთში გაანადგურეს ან დააზიანეს 32 000 ჰექტარი ტერიტორია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე დაახლოებით ორჯერ მეტია.
პოლიციამ დააკავა ხანძრის განზრახ ან დაუდევრობით გაჩენაში ეჭვმიტანილი 59 პირი.
საფრანგეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც წელს ანომალიური სიცხეა. კლიმატის ცვლილებების შემსწავლელი ევროპული სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, ამინდზე დაკვირვების ისტორიის განმავლობაში, 2026 წლის ივნისი დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი იყო.