ორი დღით ადრე, 13 ივლისს, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომობილი გზაზე გადამსვლელ ქალსა და ბავშვს დაეჯახა.
ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვიც.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა.
შსს-ისა და პროკურატურის თანახმად, ის ნასვამი მართავდა ავტომობილს.
მას ბრალდება წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით: „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.
ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოში მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ასევე ნახეთ
გორში ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა - ორივე გარდაიცვალა- ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი დაიღუპა.
- მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.
- ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა - მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ.
- ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში.
- იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია თბილისსა და კახეთში.