მოსკოვში 30 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო პრემიის, "ევრაზიის" ფინალი. კონკურსში მონაწილეობის მიღება წელს პირველად ქართველ კანდიდატებსაც შესთავაზეს. ამის შესახებ "ევრაზიის" პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორმა ალიონა ივანოვამ 14 ივლისს თბილისში პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, პრემია "ევრაზია" არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება, ერთობლივად განავითარონ თავიანთი ინიციატივები სხვადასხვა ქვეყანაში.
ჯილდო გადაეცემათ გამარჯვებულებს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილის, ტრადიციული ფასეულობების დაცვისა და ევრაზიულ სივრცეში კულტურული კავშირების შენარჩუნებისთვის.
პრემიას უზრუნველყოფს ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია "ევრაზია " (АНО Евразия) Россотрудничество-სთან ერთად.
რა ორგანიზაციაა Россотрудничество?
"როსსატრუდნიჩესტვო" არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყება (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში), რომელიც პასუხისმგებელია დსთ-ს ქვეყნებში თანამემამულეებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე. 2026 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ორგანიზაციის ხელმძღვანელად იგორ ჩაიკა დანიშნა. ორგანიზაციას 2021 წლიდან არაფორმალურად Русский дом-ს – “რუსულ სახლს” - უწოდებენ.
ესაა რუსული რბილი ძალის გავრცელების ინსტრუმენტი, ორგანიზაციის ოფიციალური მისიაა საზღვარგარეთ რუსული გავლენის, ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ის ფლობს "რუსული სახლის" სახელით ცნობილ კულტურულ ცენტრებს.
დასავლური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ის რუსეთის პროპაგანდისტული და სადაზვერვო ინსტრუმენტია, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე მანიპულირებას ცდილობს.
ორგანიზაციისა და მისი დირექტორის, ჩაიკას წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული დასავლეთის რიგ ქვეყნებს, უკრაინაში ომისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების (მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის) დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების მხარდაჭერისთვის.
ასევე ნახეთ
როგორ მუშაობს „რუსკი მირის“ პროპაგანდა საქართველოსა და სომხეთშისაერთაშორისო პრემია "ევრაზია"
პრემია "ევრაზია" 10 ნომინაციისგან შედგება - მათ შორის "მსოფლიო ენა", "კულტურული კოდი", "მეგობრობის ხიდები","ევრაზიის ლიდერი", "თაობათა ხსოვნა", "ევრაზიის ხმა" და სხვა, ასევე ის მოიცავს სპეციალურ ნომინაციას გენერალური პარტნიორისგან, "როსსატრუდნიჩესტვოსგან", განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტისთვის.
პროექტი აერთიანებს "მოთხოვნადი სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული ინიციატივების შემქმნელებს".
საპრიზო ფონდი 17 მლნ რუსული რუბლია (500 ათას ლარზე მეტი). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ჯგუფებსა და ორგანიზაციებს. განაცხადების შეტანა 30 აგვისტოდან დაიწყება. ფინალი 30 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართება, 31 ოქტომბერს კი გამარჯვებულ კონკურსანტებს საზეიმოდ დააჯილდოებენ.
მათ ასევე ელით ტური მოსკოვში, სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობა.
კონკურსის პრეზენტაცია თბილისში
თბილისში 14 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი ალიონა ივანოვა, ჟურნალისტი გიორგი ჯაბიშვილი, რუსული გამოცემა "იზვესტიის" კორესპონდენტი და პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი (პრესკონფერენციაზე იგი წარდგენილი იყო, როგორც საზოგადო მოღვაწე) ესწრებოდნენ, ითქვა, რომ პრეზენტაცია თბილისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო ცნობილია "თავისი მდიდარი კულტურული ტრადიციებით, აქტიური სამოქალაქო სექტორითა და ხალხით, რომელიც ჰუმანიტარული კავშირების შენარჩუნებისკენ მიისწრაფვის".
გიორგი ჯაბიშვილმა თქვა, რომ 30 წელზე მეტია, "მსგავსი პროექტი საქართველოში არ უნახავს და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", "კარგია, რომ რუსეთმა მსგავს პროექტს მიაქცია ყურადღება".
მან იმედი გამოთქვა, რომ "ეს პროექტი საქართველოში პოპულარული იქნება".
მიხეილ ჟღენტმა თქვა, რომ გრძნობს რუსების სიყვარულს საქართველოს მიმართ და სინანული გამოთქვა, რომ ახალი თაობა აღარ ფლობს რუსულ ენას და რომ ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტებიც.
ასევე ნახეთ
რუსული ენის ქართველმა პედაგოგებმა სანქტ-პეტერბურგში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარეს"ყოველ წელს, როდესაც მოსკოვში ჩავდივარ, ვგრძნობ იმ სიყვარულს, რასაც ისინი საქართველოს მიმართ განიცდიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი თაობა, არც საქართველოს, არც რუსეთის მხრიდან, არ იცნობს საქართველოს". მან მიმართა კონკურსის ორგანიზატორებს, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთონ, ვინაიდან “ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ასე გაგრძელდეს, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში [იყო], ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ხალხი, ახალგაზრდობა, რომელიც არ იცნობს რუსეთს და მათ რაღაც არაადეკვატური დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ”.
ამავე პრესკონფერენციაზე გიორგი ჯაბიშვილმა თქვა, რომ მათ "ძალიან ხშირად პროპაგანდისტებს უწოდებენ და ამ ბოლო დროს ეს სიტყვა ძალიან "შეიყვარა".
ასევე ნახეთ
ზახაროვა ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას მოელის "ექსტრემისტების" "ანტირუსულ ლოზუნგებზე"“რატომღაც ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რის პროპაგანდას ვეწევით, როგორი ფასეულობების პროპაგანდას ვეწევით. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორია, კულტურული ფასეულობები და მრავალსაუკონოვანი მეგობრობა. თუ ამის პროპაგანდას გავწევთ და ჩვენ ამისთვის გვიწოდებენ პროპაგანდისტებს, ვფიქრობ, ეს საპატიო წოდებაა ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ჟურნალისტისთვის”, - თქვა გიორგი ჯაბიშვილმა.
ჟღენტმა კი დაამატა, რომ საჭიროა კულტურული კავშირების გაღრმავება, ხელი უნდა შეუწყონ ქართული თეატრების გასტროლებს რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში მოიწვიონ რუსული დასები.
მიხეილ ჟღენტი ითხოვს „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადებას რუსეთის ფედერაციასთან, ის საქართველოს დამოუკიდებლობას „შეცდომად“ და „დამღუპველად“ მიიჩნევს.
ასევე ნახეთ
"თეატრი დამოუკიდებლად წარმართავს თავის საქმიანობას" - კულტურის სამინისტრო რუსთაველის თეატრში რუსულ წარმოდგენაზეკონკურსის ორგანიზატორებმა პრემიის შესახებ პრესკონფერენცია ოკუპირებულ აფხაზეთშიც ჩაატარეს.