17 ივლისს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის პორტს.
ნიკოლაევის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაზიანდა სამი უცხოური გემი. დაიღუპა ერთის ბორტზე მყოფი უკრაინის ორი მოქალაქე.
რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ უკრაინის ოდესის ოლქის პორტებსაც. 16 ივლისს ღამით ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა 11 სახლი და სხვა შენობები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 ივლისს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით რაკეტებით და დრონებით ოდესის და ჩერნომორსკის პორტებში დაარტყეს უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი საწვავის რეზერვუარებს და დრონების ამწყობ საამქროებს. უკრაინას ამ ობიექტებზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაავალა