კომისიის მედიამონიტორინგის ფარგლებში გაირკვა, რომ ტელეარხის საინფორმაციო პროგრამებში ჟურნალისტები იყენებდნენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი“, „რეპრესიული კანონები“ და ა.შ.
„სახეზეა მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რაც წარმოადგენს მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას“, - თქვა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელმა და კომისიონერებს ტელეკომპანიის სანქცირების პროექტი გააცნო.
კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მსგავსი დარღვევა „ფორმულას“ ორჯერ აღმოუჩინეს:
ასევე ნახეთ
„ოცნების შსს-ს“ თქმა კომისიამ კანონდარღვევად მიიჩნია და „ფორმულა“ დააჯარიმა2025 წლის თებერვალში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლების ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად კომუნიკაციების კომისიას დაევალა. კანონი გასული წლის 1 აპრილს ამოქმედდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება:
- აიკრძალა ტელემაუწყებლებისთვის გრანტის მიღება;
- სხვა მედიასაშუალებების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობის თანხმობა;
- გამკაცრდა რეგულაცია აქციების გამართვაზე.