აშშ-მა ირანზე მორიგი იერიშები მიიტანა

ეს არის ზედიზედ მერვე ღამეს მიტანილი იერიში.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, 18 ივლისს, ღამით, 23:30 საათზე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე მორიგი სამხედრო დარტყმები განახორციელა. ეს არის ზედიზედ მერვე ღამეს მიტანილი იერიში.

„CENTCOM-ის ძალებმა წარმატებით დაარტყეს ირანის სამხედრო სანაპირო-სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, საზღვაო შესაძლებლობებს, ასევე რაკეტებისა და დრონების საცავებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ ირანის სამხედრო შესაძლებლობები“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, ამის საპასუხოდ ქუვეითში სამხედრო ბაზებზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს.

აშშ-მა გუშინ, 18 ივლისს გამთენიისასაც დაარტყა ირანის ცენტრალური და სამხრეთ ირანის არაერთ ნაწილს, მათ შორის - გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით. ირანმა კი გააგრძელა თავდასხმები სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებზე.

ასევე ნახეთ

აშშ-მა ისევ დაარტყა ირანს, ირანმა - ყურის ქვეყნებს

ასევე ნახეთ

ირანის არმიამ იორდანიასა და ქუვეითს დაარტყა ირანზე იერიშის გაძლიერების საპასუხოდ


ჰორმუზის სრუტე ბოლო დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში იყო. სრუტე მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის გატანისთვის უმნიშვნელოვანესი გზაა.

ირანმა ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და თვეების განმავლობაში მტრების წინააღმდეგ ზეწოლის ბერკეტად იყენებდა.

ის ივნისში, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების შემდეგ, დროებით ხელახლა გაიხსნა, თუმცა თეირანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სრუტე კვლავ დაიხურება, „სანამ აშშ არ დაასრულებს თავის აგრესიას“.

შეერთებულმა შტატებმა ასევე განაახლა ირანის ნავსადგურების ბლოკადა.

ასევე ნახეთ

ტრამპი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა

ტრამპი დაიმუქრა, რომ დაარტყამს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება.

გასული კვირიდან მოყოლებული, აშშ-ის განახლებულმა თავდასხმებმა ირანში.