უკრაინის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, 19 ივლისს დარტყმა იყო სიმინდით დატვირთულ, გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ გემზე, რომელზეც 18 მეზღვაური იმყოფებოდა - სირიის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები.
კალაშნიკის ცნობით, დაიღუპა 6 მეზღვაური, 4 დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია ეკიპაჟის 8 წევრი, რომელთაგან ორი დაჭრილია.
უკრაინის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი ომის მორიგი დანაშაული და დარტყმა საერთაშორისო ნაოსნობასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 19 ივლისს, გვიან საღამოს შეტევა იყო სამი ფრთოსანი რაკეტით. დარტყმის მომენტში სატვირთო გემი GOLDEN LEO, რომლის მფლობელი ქვეყანა თურქეთია, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გადიოდა.
განახლება: მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, 20 ივლისს დილით უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ დაკარგულად მიჩნეული 4 მეზღვაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მათ შორისაა უკრაინის მოქალაქე, საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი, რომელიც დარტყმის დროს გემზე იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ
ოდესაში მსხვერპლია რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად- მხოლოდ ამ ზაფხულის დასაწყისიდან ოდესის ოლქში სატვირთო გემებზე ათამდე მსხვერპლის გამომწვევი შეტევა იყო.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ ოდესის ოლქის პორტებში მისი სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები.
- თავის მხრივ, უკრაინა ხშირად ავრცელებს ცნობებს შავ და აზოვის ზღვებში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე დარტყმის შესახებ.