„პრეზიდენტ "ზელენსკის არ დარჩება არანაირი ეჭვის საფუძველი, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევია. ის მტკიცეა. დიდი ბრიტანეთი მის გვერდით იქნება და პირადად მეც ვიქნები მის გვერდით".
ბერნემის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება ერთ-ერთი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ის დაელაპარაკება.
20 ივლისს, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრისა და მისგან მთავრობის შექმნაზე მიწვევის მიღების შემდეგ, ენდი ბერნემი მივიდა პრემიერმინისტრის ოფისთან და იქ წარმოთქვა პირველი სიტყვა, რომლის უდიდესი ნაწილი ბრიტანელების პრობლემებს მიუძღვნა:
"საჭიროა, ბრიტანეთმა მსოფლიოს აჩვენოს, რომ ჩვენ შეგვიძლია კვლავ დავიბრუნოთ ჩვენი სტაბილურობა და ეს არის ჩვენი გამოწვევა, რომ პოლიტიკამ იმუშაოს, რომ მან უკეთესად იმუშაოს.
ვიცი, რომ ჩვენი ხალხი გადაიღალა პოლიტიკით. მე თქვენი მესმის. მსურს გულწრფელი ვიყო თქვენთან. ჩვენ არ ვიყავით საკმარისად კარგები და საჭიროა, ვიყოთ უკეთესები. ვიქნებით კიდეც".
ახალი პრემიერმინისტრი იძლევა დაპირებას, რომ მისი პრემიერმინისტრობისას ბრიტანეთი "გაარღვევს ჩაკეტილ წრეს":
"მოვიტანთ უდიდეს ცვლილებებს, რაც კი ბოლო 40 წელიწადში ყოფილა, შევქმნით ახალ პოლიტიკურ მოდელს და ახალ ეკონომიკურ მოდელს".
ენდი ბერნემს მიაჩნია, რომ 1980-იან წლებში დიდმა ბრიტანეთმა არაერთი შეცდომა დაუშვა და მათი გამოსწორების პირობა დადო:
"პოლიტიკური ძალაუფლება იყო ცენტრალიზებული, ეკონომიკური ძალაუფლება იყო დასაკუთრებული, ქვეყნის უდიდესი ნაწილები იყო დეინდუსტრიალიზებული და ისინი ჯერაც არ აღდგენილა.
ბევრს მიაჩნია, რომ მათი მდგომარეობა განაგრძობს გაუარესებას და მათ არ შეუძლიათ ვითარების შეცვლა.
ამიტომაც შევცვლით პოლიტიკას, რომ ის უფრო თანამშრომლური, უფრო პრობლემების და არა საკითხების მოგვარებაზე მიმართული იყოს".
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი მეთაური თავის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის ეფექტი ყველა მოქალაქემდე, "ყველა საფოსტო ინდექსამდე" მივა.
"და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ავაშენებთ ახალ ეკონომიკას, რომელშიც სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციასა და სერვისებს დავაბრუნებთ მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, რომ ისინი კვლავ მისაწვდომი იყოს თქვენთვის.
მოვახდენთ ბრიტანეთის რეინდუსტრიალიზაციას, ბრიტანეთის ინდუსტრიის სახელმწიფო შესყიდვებით მხარდაჭერის გზით".
ასევე ნახეთ
ენდი ბერნჰემი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას ჩაუდგა სათავეში და ის პრემიერ-მინისტრი გახდებაბერნემი აპირებს, რომ 2026 წელს წარმოადგინოს ახალი, ათწლიანი გეგმა ბრიტანეთისთვის, "რომელშიც გაიწერება გზა დღევანდელი მდგომარეობიდან იქამდე, სადაც ყველას - იმის მიუხედავად საიდან მოვდივართ ან რომელ პარტიას ვუჭერთ მხარს - გვინდა, რომ ბრიტანეთი იყოს".
ახლო პერსპექტივაში ბერნემი ბრიტანელებს ჰპირდება ყოველდღიური ხარჯების შემცირებას:
"ხვალიდანვე წარმოვადგენ გარკვეულ ზომებს, მათი გადახდის წყაროების ჩათვლით.
მეტ ახალგაზრდას დავეხმარებით სამსახურში მოწყობაში, განათლების სისტემის შეცვლით და მათი მხარდაჭერით, მათ შორის - ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. ავაშენებთ მეტ მუნიციპალურ საცხოვრისს".
ბერნემმა განაცხადა აგრეთვე, რომ მოსახლეობის ხარჯების შემსუბუქებაზე ზრუნვის პარალელურად, დიდი ბრიტანეთი კვლავაც შეასრულებს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე თავდაცვის სფეროში აღებულ ვალდებულებებსაც.
ბერნემის სიტყვებით, ის აპირებს "ინვესტირებას ადამიანების წარმატებაში და არა - წარუმატებლობაში".
როგორც მან აღნიშნა, პრემიერმინისტრის კაბინეტში მის მიერ გაცემული პირველი განკარგულება შეეხება "უსახლკარობის დასრულებას" ქვეყანაში.
"მოდით, შევქმნათ ახალი ეროვნული ერთიანობის, საერთო მიზნისა და პოზიტიურობის განცდა" - ეს იყო ბერნემის გამოსვლის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა.
ასევე ნახეთ
კირ სტარმერმა ოფიციალურად დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაენდი ბერნემმა პრემიერმინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა კირ სტარმერი, რომელიც 20 ივლისს ეწვია ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს და მიმართა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
სტარმერი პრემიერმინისტრის პოსტზე იყო ორი წლის განმავლობაში.
ბუკინგემის სასახლეში მისვლამდე, კირ სტარმერმა გამართა ბრიფინგი პრემიერის ოფისთან, განაცხადა, რომ მისთვის პრემიერმინისტრობა იყო პრივილეგია, ილაპარაკა მიღწევებზე და წარმატება უსურვა ენდი ბერნემს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერიც არის.
თანამდებობის დატოვების განზრახვის შესახებ სტარმერმა ერთი თვის წინ განაცხადა, რაც 2026 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა.